კონსულტაცია

პროექტირება

მონტაჟი

გარანტია

გაყიდვების

შემდგომი სერვისი

კონსულტაცია

კონდიცირება-გათბობა-ვენტილაცია- (HVAC) - ეს ის სფეროა, რომელშიც ჩვენს გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ შეგვიძლია, გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია - მოგცეთ რჩევები, რომელიც აუცილებელია HVAC სისტემების შესყიდვისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი სახლის თუ კომერციული ობიექტის თბოდანაკარგების სწორად შეფასება და თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორად განსაზღვრა. კონსულტაცია შესაძლოა როგორც პირადად ასევე ტელეფონით და სოციალური ქსელით.


პროექტირება

კონდიცირება-გათბობა-ვენტილაციის პროექტირება არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს: სისტემის ჯამურ სიმძლავრეს, პროდუქციის ღირებულებას და სამონტაჟო ხარჯებს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწორად დაპროექტებას და პროექტირებისას მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას დეტალურად ვუხსნით მომხმარებელს. CH Group ამაყობს პროექტირების გამოცდილებით და მზადაა ყველა დაინტერესებულ პირს შესთავაზოს აღნიშნული სერვისი დამოუკიდებლად.


მონტაჟი

CH Group-ის გუნდს მონტაჟის 10 წლიანი ისტორია უმაგრებს ზურგს. მრავალ სხვადასხვა ბრენდთან მუშაობის გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი ტიპის სამონტაჟო სამუშაო გავწიოთ უნაკლოდ. მონტაჟი არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელის ტექნიკის სწორ ექსპლუატაციას განსაზღვრავს.


გაყიდვების შემდგომი სერვისი

იმისათვის რომ HVAC სისტემებმა ექსპლუატაციის მაქსიმალურ ვადას მიაღწიოს, აუცილებელია სწორი მოვლა-პატრონობა. ჩვენ გთავაზობთ როგორც სტაფის ტრენინგს, ასევე სისტემის გამართულ მუშაობაზე ზრუნვას თქვენს ნაცვლად. სერვისი მოიცავს ნებისმიერ პრობლემაზე რეაგირებას 24 საათში მთელი საქართველოს მასშტაბით.


შეკითხვა გაქვთ / გჭირდებათ დახმარება ? დაგვიკავშირდით